Ошибка
Արմենիա.ge
Nov 29
{social}
|
რუსეთი სომხეთში ახალ ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს
Ambebi.Ge”როსატომის” ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არმენ მოვსესიანმა, პრეზიდენტების - დიმიტრი მედვედევისა და სერჟ სარქსიანის თანხლებით სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის მშენებლობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სომხეთში ამჟამად არსებული მეცამორის ატომური ელექტროსადგური 2 ბლოკისგან შედგება, რომელთაგან პირველი 1976 წელს ამოქმედდა, მეორე კი - 1980 წელს.

1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სსრკ-ის ხელმძღვანელობამ სადგურის კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღო. სადგური ხელმეორედ 1995 წელს ამუშავდა.

2006 წელს სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მოქმედი ატომური ელექტროსადგურის  ექსპლუატაციის ვადა 2016 წელს იწურებოდა. "ახალი ევროპული სამეზობლო” პროგრამის ფარგლებში სომხეთმა ხელი მოაწერა გეგმას, რითაც მოძველებული სადგურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დახურვის ვალდებულება იკისრა.

სომხეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, 1000 მვტ სიმძლავრის ახალი ენერგობლოკის მშენებლობა 5 მლრდ დოლარი დაჯდება და ის 2011 წლიდან დაიწყება.
Sections
“The Armenian Genocide as reflected in the Georgian press 1914-1918”  Book Presentation
 On April 20, 2011, in the venue of the National Parliamentary Library of Georgia “The Armenian Genocide as reflected in the Georgian press 1914-1918” edition was official
Events of Communnity
Call to Student Organizations
On April 24 this year will be 96 years since in the territory of the Ottoman Empire was executed a state-level planned extermination of the Armenian people in its own historic n
April 20 the presentation of “The Armenian Genocide as reflected in the Georgian press 1914-18” book edition will be held
On Wednesday, April 20, at the venue of the National Parliamentary Library of Georgia (L.Gudiashvili 7/10) the official presentation of “The Armenian Genocide as reflected in
Armenian Community of Georgia applies to the President and the Parliament of Georgia to recognize the Armenian Genocide
This is already the second year, that Armenian Community of Georgia applies to the President of Georgia and the Parliament, with a request  to discuss the issue of Armenian Gen