Error
Новостная лента:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Oct 17
{social}
|
მემორანდუმი მთიანი ყარაბაღის შესახებ
image

მინისტრთა კომიტეტი, რომელიც მეტად შეწუხებულია დაუზოგავი ხოცვა-ჟლეტისა და ძალადობის შესახებ ამ უკანასკნელ ხანებში მოსმენილი მოხსენებებით, ერთხმად აკრიტიკებს და გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რაიონში მოსახლეობაზე თავდასხმასა და ძალადობას. ის ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს ძალის გამოყენებით გადაჭრილ საკითხს.
მინისტრთა კომიტეტი იწონებს 28 თებერვალს პრაღაში ეუთოს წევრ სახელმწიფოების რეკომენდაციას დაუყოვნებლივი ზავის დადების შესახებ, ბლოკირებული იქნას საომარი მასალის მიწოდება რეგიონში და უზრუნველყოფილი იქნას დერეფანი ჰუმანიტარული დახმარების შეტანისათვის. ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისის ნებისმიერი გადაჭრა უნდა ეყრდნობოდეს კანონების დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების პრინციპებს.
მინისტრთა კომიტეტი მიესალმება მოწინააღმდეგე მხარეების შეთანხმებას, საქმიანობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვის შესახებ, და იმედი აქვს, რომ წჯსკ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხში.
მინისტრთა საბჭო დახმარებას უწევს ყველა იმ შუამდგომელს, რომელიც შეეცდება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. შედეგიანი ზავის დადების შემდეგ საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი მოლაპარაკების საშუალებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიც.
მოლაპარაკება დაფუძნებული უნდა იქნას ეუთოს ფარგლებში მიღებული ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და პარიზის ხარტიის ელემენტებისა და სულისკვეტების შესაბამისად, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით,, .
ეს მემორანდუმი, უპირველეს ყოვლისა მოწოდებაა აზერბაიჯანის მიმართ, საერთაშორისო კანონების შესაბამისად. ის გამოხატავს,,,ევრო ოჯახის,, , კერძოდ ამ ევროპული სტრუქტურის მიდგომას ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიმართ.
აქ საყურადღებოა ერთი გარემოება, შეუძლებელია რომელიმე შეგნებული და შერაცხადი არსების პრობლემის მოგვარება მისივე მონაწილეობის გარეშე. შესაძლებელია თუ არა ოცდამეერთე საუკუნეში მთელი ხალხის ბედ-იღბალი გადაიჭრას მისი მონაწილეობის გარეშე? ევროპული ოჯახის პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ,,საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი მოლაპარაკების საშუალებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებიც,,.
როგორ მოხდა, რომ იმავე ევროპარლამენტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას მთიანი ყარაბაღის მონაწილეობის თემა გამორიცხული იქნა. ამ კითხვაზე, ისევე როგორც დარეგულირების მთელ პროცესში ევროპარლამენტის პოზიციების ცვლილებებზე და მისი მიზეზებზე პასუხი შესაძლებელია გაცემული იქნას მხოლოდ სტრუქტურის ფარგლებში მიღებული დოკუმენტების მთელი ბაზის თანამედროვე ანალიზისა შედეგად, რის გამოქვეყნებასაც ვეცდებით ამ რუბრიკის საშუალებით.
Բաժիններ
«Հայոց Ցեղասպանությունը 1914-18 թվականների վրացական պարբերականներում» գրքի շնորհանդեսը
Վրաստանի Ազգային Խորհրդարանական գրադարանում 2011 թվականի ապրիլի 20-ին կայացավ «Հայոց Ցեղասպանությո
Կոչ ուսանողական կազմակերպություններին
Սույն թվականի ապրիլի 24-ին լրանում է 96-րդ տարին, երբ Օսմանյան կայսրության տարածքում իրականացվեց պե
Չորեքշաբթի, ապրիլի 20-ին տեղի կունենա «Հայոց Ցեղասպանությունը 1914-18 թվականների վրացական պարբերականներում» գրքի շնորհանդեսը
Չորեքշաբթի, ապրիլի 20-ին, ժամը 17:30-ին Խորհրդարանական հանրային գրադարանի մեծ դահլիճում (Լ.Գուդիաշվիլի
Վրաստանի Հայ համայնքը դիմել է Վրաստանի Նախագահին և Խորհրդարանին` Հայոց Ցեղասպանության ճանաչման խնդրանքով
Վրաստանի Հայ համայնքը արդեն երկրորդ տարին դիմում է Վրաստանի Նախագահին և Վրաստանի Խորհրդարանին` խն