Error
ახალი ამბები:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Dec 5
{social}
|
სრ სსმ ედვარდ ნალბანდიანი ავსტრიაშია
image

ავსტრიაში მყოფი სრ სსმ ედვარდ ნალბანდიანი ეწვია ვენის დიპლომატიურ აკადემიას, რომელიც ითვლება მსოფლიოში დიპლომატების მომზადების პირველ განათლების კერათაგან ერთ-ერთად. აკადემიაში სსმ ედვარდ ნალბანდიანი გამოვიდა სომხეთის საგარეო პოლიტიკისა და სომხურ-ავსტრიული ურთიერთობებისადმი მიმართული ვრცელი სიტყვით, რომელსაც ესწრებოდნენ სსს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ანალიტიკოსები, პოლიტოლოგები და ვენაში რწმუნებული დიპლომატები. შეეხო რა ყარაბაღის დაპირისპირების მოგვარების პროცესის უკანასკნელ მოვლენებს, სრ სსმ ედვარდ ნალბანდიანმა აღნიშანა- ,,როდესაც სომხეთი ლაპარაკობს მშვიდობის შესახებ, აზერბაიჯანი ომის აგიტაციას წევს, ჩვენ გამოვდივართ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევის სასარგებლოდ, აზერბაიჯანი კი უარს ამბობს ამ შეთავაზებაზე და იკვეხნის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდით. როცა საერთაშორისო საზოგადოებრიობა მოუწოდებს ზავის განმტკიცებაზე და სნაიპერების გამოყვანაზე შეხების ხაზიდან, აზერბაიჯანი კვირაში ასჯერ არღვევს ზავს და პროვოკაციას აწყობს. საერთაშორისო საზოგადოებრიობა აცხადებს, რომ საკითხის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, აზერბაიჯანი კი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოგვარება არ ნიშნავს ძალის გამოყენებას. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას და სხვა ქვეყნებს, რომ მხარი დაუჭირონ მჯ თანათავმჯდომარეების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და განაგრძონ მოლაპარაკებების გაგრძელება საერთაშორისო საზოგადოებრიობის მანდატის მქონე ფორმატით-ურთიერთდამთმობი ვარიანტების მოსაძიებლად. აზერბაიჯანი კი სომხეთის წინააღმდეგ პოზიციის მიღების მოწოდებას აკეთებს. ანუ გამოდის მჯ თანათავმჯდომარეების მიდგომების საწინააღმდეგოდ, ცდილობს მოლაპარაკებები გადაიტანოს სხვა ფორმატში. რითაც ზიანს მიაყებენებს პროცესს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აზერბაიჯანის მიზანია მოლაპარაკებების ჩაშლის პასუხისმგებლობა გადააბრალოს მეორე მხარეს. სომხეთმა მიიღო ივნისში სანკტ-პეტერბურგში, ოქტომბერში ასტრახანში და დეკემბერში მოსკოვში წარმოდგენილი განახლებული შემოთვაზებები, როგორც მოგვარებისაკენ მიმავავლი მოლაპარაკებების საფუძველი. ეს აღნიშნავს, რომ სომხეთის პოზიცია ემთხვევა საერთაშორისო საზოგადოებრიობის პოზიციას. აზერბაიჯანი კი ახალ-ახალ ცვლილებებს სთვაზობს. და საკვირველი ისაა, რომ მისი ეს ნაბიჯები სურს შენიღბოს, ბრალს დებს რა სომხეთს ხელყრილი შეთანხმებული ელემენტების რედაქტირებაში, რაც სინამდვილეში სრულიად საწინაააღმდეგოა. საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანისაგან ელის ერთ მკაფიო პასუხს, ნამდვილად მიიჩნევს თუ არა იგი დღეს მაგიდაზე არსებულ შემოთავაზებებს? იმედი გვაქვს, რომ სოჭიში აზერბაიჯანი გამოიჩენს რეალობას და პოლიტიკურ ნებას, რათა შესაძლებელი გახდეს მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა.
კატეგორიები