Error
ახალი ამბები:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Jan 27
{social}
|
წიგნის „სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-18წწ.“ პრეზენტაცია

2011 წლის 20 აპრილს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-18წწ.“ წიგნის პრეზენტაცია შედგა. კრებულის შექმნის იდეა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციებს: „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“–ს და „საქართველოს სომეხ სტუდენტთაასოციაცია“–ს, რომლებმაც უშუალოდ წიგნის პუბლიკაციასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო შეასრულეს. წიგნი გამოცემულია EAFJD–ის (Europian Armenian Federation for Justice and Democracy) საქართველოს ოფისისა და საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ეგიდით.

კრებული „სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-18წწ“  შეიცავს მასალას შენახულს საქართველოს საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული პერიოდიკის არქივში, რომელიც აშუქებს სომეხთა გენოციდს დასავლეთ სომხეთში და ოსმალეთში. კრებულში ქართულ ენაზე წარმოდგენილია მასალები სომეხთა გენოციდის საკითხზე 1914-1918 წლების ქართულენოვანი 3 გაზეთიდან: „საქართველო“, „სამშობლო“, „სახალხო ფურცელი“ და ჯურნალიდან „კლდე“.

„წიგნის ძირითადი მიზანია ბიძგი მისცეს საქართველოს მეცნიერებს გამოიკვლიონ იმ ფაქტებისა და მასალების ის უდიდესი ბაზა, რომელიც ინახება ქართულ არქივებში, და ამით შეავსონ არსებული სურათი სომეხთა გენოციდისა“,– ამბობს წიგნზე მომუშავე ერთ–ერთი სტუდენტი ალექსანდრ ოჰანოვი.

საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციის თავმჯდომარის, არმენ აგაჯანოვის თქმით: „გამოცემის ძირითადი მიზანიფ გააცნოს საზოგადოებას 1914-18 წლებში ქართულ ბეჭდვით გამოცემებში შენახული დღემდე უცნობი მასალები და ამით ხელი შეუწყოს ქართულ საზოგადოებას შეისწავლონ და შეაფასონ სომეხთა გენოციდის საკითხი, რომელიც საქართველოში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტაბუირებულ თემად რჩება.“

წიგნის შესავალი დაწერა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ „მასალები რომლებმაც ადგილი ჰპოვეს მოცემულ კრებულში გამოხატავენ იმ დროინდელი ქართული პრესისა და ქართული პოლიტიკური ორგანიზაცების თვალსაზრისს სომეხთა გენოციდის შესახებ და აგრეთვე წარმოგვიდგენენ ქართველი ერის დამოკიდებულებას იმ ტრაგედიისადმი, რომელიც იყო ჩადენილი თურქეთში სომეხთა წინააღმდეგ“.

ავღნიშნავთ, რომ წიგნზე მუშაობდნენ საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციის წევრები: გევორქ იაგუტოვ, ედუარდ სააკიან, არტურ მირზოიან, რაზმიკ ბადალიან და ალექსანდრ ოჰანოვი, რომლებიც თითქმის 1 წლის განმავლობაში იკვლევდნენ 1914-1918 წლების ქართულ პერიოდიკას და ამუშავებდნენ მოძიებულ მასალებს სომეხთა გენოციდის შესახებ. აღსანიშნავია ისიც რომ ეს იყო ხუთკაციანი ჯგუფი რომელსაც უფრო სულიერი დაინტერესებულობა ჰქონდა ვიდრე რამე სვხა.

 

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს

პრეს–სამსახური

კატეგორიები
წიგნის „სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-18წწ.“ პრეზენტაცია
2011 წლის 20 აპრილს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „სომეხთა
მიმართვა სტუდენტურ ორგანიზაციებს
მიმდინარე წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერი
20 გაიმართება წიგნის  „სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914 - 18წწ
სამშაბათს, 20 აპრილს 17:30 საათზე, საქაქრთველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბ
საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით  მიმართა
საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენო
უცხოეთის მოქალაქეებმა სკოლაში სწავლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადონ
სახელმწიფო, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობ
მემორანდუმი მთიანი ყარაბაღის შესახებ
მინისტრთა კომიტეტი, რომელიც მეტად შეწუხებულია დაუზოგავი ხოცვა-
მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციები
ამა წლის პირველი აპრილიდან ევროპარლამენტის ასაბლეის ფარგლებში
სირიაში სრ ელჩს შეხვედრა ჰქონდა სირიის უმაღლესი განათლების მინისტრთან
სირიაში სრ ელჩს არშაკ ფოლადიანს შეხვედრა ჰქონდა სირიის უმაღლესი
სრ სსმ ედვარდ ნალბანდიანი ავსტრიაშია
ავსტრიაში მყოფი სრ სსმ ედვარდ ნალბანდიანი ეწვია ვენის დიპლომატი
ვან ბაიბურთი:
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვან ბაიბურთის განცხადებით, "სა
აშშ-ში მცხოვრებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლის მემკვიდრეებმა სამართალში მისცეს თურქეთის მთავრობა
აშშ-ში მცხოვრებმა სომეხთა გენოციდის მსხვერპლის მემკვიდრეებმა სამა
ატომ ეგოიანმა თურქ კინორეჟისორებთან ერთად ფილმი უნდა გადაიღოს სწორედ თურქეთში
შესაძლოა, რომ კანადელმა კინორეჟისორმა ატომ ეგოიანმა თურქ კინორეჟი