მიმდინარე წლის 24 აპრილს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის, თავისვე ისტორიულ სამშობლოში სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი განადგურების 96–ე წლისთავი სრულდება.
1915–1923 წლებში ზემოთხსენებული განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2 მილიონზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. 1915–1923 წლებში სომხური ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა მიიღეს. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები იყო განხილული 1919 წელს, პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის დამამტკიცებელია ასევე 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.
დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ სახელმწიფოსა, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის – ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს მიერ.
ამ დროისათვის, სომეხთა გენოციდის განხილვის და აღიარების პროცესი რამოდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი, სერბეთი).
საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ მოუწოდა საქართველოს სტტუდენტურ ორგანიზაციებს და უნივერსიტეტების თვითმმართველობებს, სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების ნიშნად შეუერთდნენ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს და გამოვიდგენ სომეხთა გენოციდის დაგმობის ოფიციალური განცხადებებით. საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ სტუდენტებს და სტუდენტურ ორგანიზაციებს ასევე სთხოვა შეერთება საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ წელს ორგანიზებულ ღონისძიებაში, მიძღვნილი სომეხთა გენოციდის 96–ე წლისთავს. 24 აპრილს 14:00 საათზე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან (ი.ჭავჭავაძის გამზ.35) გაიმართება მშვიდობიანი მანიფესტაცია სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით. საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაციას იმედი აქვს, რომ სტუდენტები და სტუდენტური ორგანზაციები გამოიჩენენ გულისხმიერებას და მიიღებენ მონაწილეობას ზემოხსენებულ ინიციატივებში.
„საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაცია“–ს
პრეს–სამსახური