ვან ბაიბურთი: "საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა ვიღაცას არ აწყობს"
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ვან ბაიბურთის განცხადებით, "საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა ვიღაცას არ აწყობს".
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ინტერნეტში "ჯავახკის" დროშა, გერბი და ჰიმნი გამოჩნდა და "ავტონომია "ჯავახკის" სომხური ინტერესების რესურსებისა და მისი "ისტორიული სამშობლოს" შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ საუბრები გააქტიურდა.
ბაიბურთის თქმით, "ყველა მსგავსი ბლოგი მხოლოდ ერთი მიზნისთვის - საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობის გაფუჭებისთვის იქმნება".
"ვიღაცას საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური ურთიერთობა არ აწყობს. ეს არის იმის კლასიკური მაგალითი, როგორ მოქმედებს ჩვენი მტერი, რომლის სახელი რუსული სპეცსამსახურებია", - განაცხადა ბაიბურთმა.
ამასთან, მისივე თქმით, "მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში სახელმწიფო სომხურ სკოლებს არ აფინანსებს, საქართველოში კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული და რუსული სკოლებისთვის გამოიყოფა, რაც დაფასებული უნდა იყოს".