სოჩში გასამართავ ალიევ -სარგსიან- მედვედევის მორიგი შეხვედრის წინ აზერბაიჯანი კვლავ მიმართავს მორიგ პროვოკაციას ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს მდივანმა ტიგრან ბალაიანმა, კომენტარი გაუკეთა რა აზერბაიჯან - ყარაბაღის შეხების ზოლში აზერბაიჯანის სნაიპერების მიერ არცახის თავდაცვის არმიის ჯარისკაცის მკვლელობის ფაქტს.
,,დღეს აზერბაიჯანმა განახორციელა მორიგი პროვოკაცია, მან სნაიპერის გამოყენებით მოკლა არცახის თავდაცვის არმიის ჯარისკაცი,,.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინციატივით და მისი დასწრებით სოჩში გასამართავი შეხვედრის წინა დღეებში, იმის მაგივრად რომ აზერბაიჯანმა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოებისა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მოწოდების სნაიპერების უკან გაყვანის შესახებ, ის უფრომ ძაბავს სიტუაციას. აზერბაიჯანის ასეთ მოქმედებას შესაბამისი გამოხმაურება უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრივ.