აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი არ ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის შეხვედრის ორგანიზებით, ცდილობს კონტროლი მყ საქმიანობაზე ნელ-ნელა აიღოს მის ხელს.
როგორც მედიამაქსი აღნიშნავს, ამერიკელმა დიპლომატმა ამის შესახებ განაცხადა ბრატისლავაში მიმდინარე მეცნიერული კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემისას როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მოქმედებს გამჭირვალედ და აშშ-სა და საფრანგეთისათვის ცნობილია შეხვედრის წვრილმანი მხარეები. თანათავმჯდომარეებს შოირის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ურთიერთნდობა, რადგანაც ისინი გამოდიან საერთო ინტერესების დაცვის პოზიციებიდან. ეს ინტერესები კი ნაკარნახევია ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფით. რაც შეეხება მინსკის ჯგუფის შესახებ აზერბაიჯანის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, გორდონმა აღნიშნა, რომ მინსკის ჯგუფი ძალიან კარგად მუშაობს.