ამა წლის პირველი აპრილიდან ევროპარლამენტის ასაბლეის ფარგლებში საქმიანობას დაიწყებს სპეციალური კომისია მთიანი ყარაბაღის საკითხებზე. 2005-08 წლეებში ეპსა-ს ფარგლებში მომუშავე ამ ორგანოს ,,რეამინაციამ,, გამოხმაურება ჰპოვა არა მარტო ჩვენს, არამედ აზერბაიჯანის საზოგადოებაში. ზოგიერთების აზრით, ამ ორგანოს საშუალებით ევროპარლამენტი ცდილობს ყარაბაღის მოლაპარაკების საქმიანობა გაიყვანოს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებიდან, რაც შეესაბამება აზერბაიჯანის სურვილსაც. სხვათა აზრით -ახალი ორგანოს საქმიანობამ (გამომდინარე ევროპარლამენტისა და ეუთოს ფუნქციების განსხვავებისაგან) შესაძლებელია შექმნას შესაძლებლობა გავამახვილოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გამახვილება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სხვა ასპექტებზეც. ყარაბაღის კონფლიქტის ობიექტურად წარმოდგენისა და ორივე სომხური მხარის შეხედულებების უფრო მისაწვდომად გახდომის მიზნით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი სტრუქტურის სწორი აღქმა, რაც შესაძლებელია მხოლოდ ევროპარლამენტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიღებული დოკუმენტების ანალიზის საშუალებით. საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ ,,არმედიამ,, უკვე წარმოგვიდგინა ეუთოს ფარგლებში მთიანი ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციები. ამ რუბრიკით წარმოგიდგენთ მინისტრთა კომიტეტის დოკუმენტებს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ.