Error
Новостная лента:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Oct 29
{social}
|
Pacta Sunt Servanda თურქულად
turkey.nakhichevan-www.NewAlliance.infoდავით ახვლედიანი

თურქეთმა ნახიჩევანს ყარსის ხელშეკრულება შეახსენა. ჩადგება თუ არა რიგში აჭარა?

27 აპრილს თურქეთის დედაქალაქ ანკარას ოფიციალური ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვი სტუმრობდა. თურქეთის საგარეო უწყების მიერ მიწვეულმა თალიბოვმა მოლაპარაკებები როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ახმედ დავითოღლუსთან, ასევე პრეზიდენტ აბდულა გიულთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ილკერ ბაშბუგთან გამართა.

მოლაპარაკებებისას, რომლებზეც ძირითადად თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა უჩვეულო არაფერი გახლდათ, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახმედ დავითოღლუმ აზერბაიჯანული ავტონომიის მეთაურს არაორაზროვნად ყარსის ხელშეკრულების არსებობა შეახსენა, რომლის მიხედვით ნახიჩევანის უსაფრთხოების გარანტი თურქეთია.

„თურქეთმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ნახიჩევანის მომავლის განსაზღვრაში და ამას მომავალშიც გააკეთებს. თურქეთი პატივს სცემს მის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო დოკუმენტებს და ყარსის ხელშეკრულების თანახმად ის ნახიჩევანის უსაფრთხოების გარანტად რჩება. თურქეთი - ნახიჩევანის სტატუსის გარანტია და ეს ნათელია. ეს არის საერთაშორისო სამართლის მოთხოვნა და თურქეთის ვალდებულება. ნახიჩევანის უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოებაა“, - განაცხადა ახმედ დავითოღლუმ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადების გარდა მინიშნება გააკეთა იმაზეც, რომ ნახიჩევანს ადრე თუ გვიან სომხეთის მხრიდან შესაძლოა საფრთხეც დაემუქროს. დავითოღლუს ეს განცხადებები როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ, ამის საფუძველი კი საკმაოდ წონადია.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 22 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თურქეთთან საზღვრის გახსნისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა. სომხეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებათა ჩავარდნაში ბრალი თურქეთს დასდო და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებიდან სომხეთის გამოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებებისას თურქეთმა სომხეთისგან წინაპირობად მთიანი ყარაბაღის დატოვება მოითხოვა, რაშიც გადამწყვეტი როლი თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანმა ითამაშა.

იქედან გამომდინარე, რომ სომხეთ-თურქული მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ძალისხმევით გაურკვეველი დროით გაიყინა, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთის ნახიჩევანის მიმართ გააქტიურება გასაკვირი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება თავად ნახიჩევანს - ეს ისტორიული სომხური მხარე დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სახით აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ სახელმწიფოდ ითვლება. აღსანიშნავია რომ ნახიჩევანი არის ექსკლავი, აზერბაიჯანთან საერთო საზღვარი არ გააჩნია და მას აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან სომხეთი ესაზღვრება, სამხრეთით ირანი ხოლო დასავლეთის მხრიდან 15 კილომეტრის მონაკვეთზე თურქეთი. გასული საუკუნის დასაწყისში ნახიჩევანის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ჯერ კიდევ ეთნიკური სომხები შეადგენდნენ და ნახიჩევანის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ამ პერიოდში არაერთხელ გაღვივებულა. ამჟამად მისი მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით 400 ათასს ადამიანს შეადგენს, რომლის 99,1% ეთნიკური აზერბაიჯანელია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ვიზიტისას ნახიჩევანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ მოლაპარაკებები ქვეყნის გენშტაბის უფროსთანაც გამართა, რაც იმის დასტურია, რომ ნახიჩევანის მიმართ ოფიციალურ ანკარას შესაძლოა გეოსტრატეგიული მიზნები ამოძრავებდეს.

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის რასიმ მუსაბეკოვის განმარტებით, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე თურქეთს ნახიჩევანის დასაცავად შეუძლია უშუალოდ ჩაერთოს. როგორც მუსაბეკოვი აღნიშნავს, მთიან ყარაბაღში ომის დაწყებისას სომხეთი თურქეთმა საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა, რომ მას ნახიჩევანის მიმართულებით სამხედრო მოქმედებები არ წამოეწყო. ამასთან ექსპერტი აცხადებს, რომ დღეისათვის თურქეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში საკუთარი ბაზების განთავსება შეუძლია.

„დაძაბულობის მატების შემთხვევაში“ თურქეთი მზად არის გათელოს სომხეთი და ნახიჩევანში შევიდეს. ასევე მას შეუძლია ამ მხარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფა. სომხებს ამის შესახებ სისტემატურად ახსენებენ. ზოგადად საკმარისია აზერბაიჯანმა სთხოვოს და ყარსის ხელშეკრულება საჭიროც აღარ იქნება თურქეთი ისე ჩაერევა. გაეროს წესდებით, თუკი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდა, მას უფლება აქვს თავი როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიური მეთოდით დაიცვას”, - აცხადებს რასიმ მუსაბეკოვი.

რაც შეეხება ყარსის ხელშეკრულებას - საქმე ისაა, რომ სომხეთს საქართველოსგან განსხვავებით ყარსის ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოუხდენია და მისი ხელმოწერიდან მოყოლებული ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდის. ყარსის ხელშეკრულების მე-5 პარაგრაფის თანახმად, ნახიჩევანის ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებული იყო თურქულ-აზერბაიჯანულ ჯარების და შემდგომ 1920 წელს წითელი არმიის მიერ, შეიქმნა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის მფარველობის ქვეშ. ასევე დოკუმენტის მიხედვით თურქეთი და რუსეთი ორი ავტონომიის - ნახიჩევანის და აჭარის არსებობის გარანტად გამოდიან. დოკუმენტი რომელიც, პრეამბულის, 20 პარაგრაფის და სამი დამატებისგან შედგება ძალაში 1922 წლის 11 სექტემბერს შევიდა, თუმცა შეთანხმების მოქმედების ვადა მხარეებს არ განუსაზღვრავთ. ზოგიერთი ცნობებით კი არსებობს შეთანხმების დამატებითი საიდუმლო პროტოკოლები, რომლებშიც შეთანხმების ვადა 25 წლით არის განსაზღვრული.

სომეხი ექსპერტის, თურქოლოგ არტაკ შაქარიანის განცხადებით, სავსებით რეალურია, რომ თურქეთმა ოფიციალური ბაქოს თანხმობით ნახიჩევანში თავისი სამხედრო ბაზაც კი განათავსოს. მისი თქმით თურქეთი ნახიჩევანზე თავის პროტექტორატს საკმაოდ დიდი ხანია ახორციელებს, რაც ნახიჩევანის ეკონომიკის 90% -ის თურქეთზე დამოკიდებულებაშიც ისახება. ექსპერტის თქმით თუ ნახიჩევანში თურქეთი სამხედრო ბაზას განათავსებს, ამით რეგიონში ოფიციალური ანკარის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. შაქარიანის თქმით ნახიჩევანთან დაკავშირებით თურქეთის ხელმძღვანელობის განცხადებების მიზანი დღის წესრიგში თავად ყარსის ხელშეკრულების შენარჩუნებაცაა.

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ხელისუფება საჭირო მომენტში ყარსის ხელშეკრულებით პრინციპით - pacta sunt servanda (შეთანხმებებს დაცვა სჭირდება - ლათ.) თამამად აპელირებს, გამორიცხული არაა, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში აჭარის ხელმძღვანელობასთან იგივე პოზიცია დააფიქსიროს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე კვირის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარისათვის ცენტრისგან უფლებამოსილების დელეგირება მოსთხოვა, რაც რასაკვირველია მოსაზღვრე თურქეთში შეუნიშნავი არ დარჩენიათ. შესაძლებელია თუ არა ამ ფონზე თურქეთის ხელისუფლებამ ნახიჩევანის მსგავსად ყარსის ხელშეკრულების არსებობა აჭარასაც შეახსენოს?

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერ კიდე 2004 წელს ოფიციალური თბილისის ასლან აბაშიძის რეჟიმთან დაპირისპირების დროს. მაშინ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში უნალ ჩევიკოზმა განაცხადა: „თურქეთის ხელისუფლებას, 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს საკუთარი ჯარები შეიყვანოს აჭარაში. ეს შეთანხმება ძალაში რჩება და ამის თქმა უკვე საკმარისია“.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ახალ ალიანსთან“ საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ საქართველო თურქეთისათვის სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით ჯერჯერობით ისეთ აქტუალურ წერტილს არ წარმოადგენს, რომ აჭარას ყარსის ხელშეკრულება შეახსენოს, თუმცა თუ აღმოჩნდება, რომ თურქეთს აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გართულება, თავისი პოლიტიკური ფონის ამაღლებისათვის თურქეთი ამ კუთხით აქტიურობას არ მოერიდება.

„დღეს თურქეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც უფრო მეტ კითხვის ნიშნებს ბადებს მსოფლიო ასპარესზე და რაიმეზე დაბეჯითებით მსჯელობის საშუალებას არ იძლევა. პრაქტიკულად თუ ამ შედარებას გამოვიყებნებთ, როგორც პუტინის რუსეთმა დაიწყო გამიჯნვა ელცინის რუსეთისაგან და მივიღეთ სხვა სურათი, ასევე აშკარაა, რომ დღევანდელი თურქეთი ცდილობს გაემიჯნოს წინა ეპოქების თურქეთს, როდესაც ის ითხოვდა დასავლეთიდან რაღაცეებს რათა გამოჩენილიყო უფრო იმპერატიული დანარჩენი სამყაროს მიმართ ვიდრე მანამდე იყო. ამ ფონზე გამორიცხული არაა, რომ თავისი პოლიტიკური ფონის ამაღლებისათვის თურქეთმა გამოიყენოს ესა თუ ის საბაბი, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, ნახიჩევანის თემაზე თურქეთის გააქტიურება მას ხელს აძლევს, იმიტომ რომ ბოლო ხანების ნაბიჯების გამო, შეირყა მისი ურთიერთობა ბაქოსთან. ასე რომ დღეს თურქეთის წინაშე კონკრეტული ამოცანა დგას და ამ კონკრეტულ ამოცანას გადაწყვეტა სჭირდება. მე მგონი დღევანდელი თურქეთის აქტიურობა ამით არის განპირობებული და არა იმით, რომ ის ზოგადათ ყარსის ხელშეკრულება დაცვას აპირებს. ხელშეკრულებებს მაშინ იცავენ, როცა ამ ხელშეკრულებების დაცვა სჭირდებათ. დასჭირდება თუ არა თურქეთს ყარსის ხელშეკრულების დაცვა ეს კიდევ საკითხავია. ჯერჯერობით საქართველო არ წარმოადგენს ისეთ აქტუალურ წერტილს თურქეთისათვის როგორებიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება ვარშალომიძის განცხადებას უფლებამოსილების დელეგირებაზე – ეს არის მკაფიო ილუსტრაცია შიდაპოლიტიკური სიტუაციისა, რომლის ანალოგიური ხშირად თბილისსა და ბათუმს შორის ასლან აბაშიძის პერიოდში იყო. თუ აღმოჩნდება, რომ თურქეთს აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გართულება რიგი მიზეზების გამო, მაგალითად როგორიც რუსეთს დასჭირდა 2008 წლის აგვისტოში, იგივე საბაბით, ბათუმის „დაჩაგვრის“ შემთხვევაში თურქეთმა შეიძლება ხელი გაანძრიოს და ხაზი გაუსვას, რომ ყარსის ხელშეკრულება ჩუმათ არ უნდა იყოს. მხოლოდ ამ საბაბით, თორემ თავისთავად სიტუაცია არ ითხოვს ყარსის ხელშეკრულების გახსენებას, ისევე როგორც არ ახსენდებოდა ყარსის ხელშეკრულება თურქეთს ასლან აბაშიძის პერიოდში. მთელი იმ ხნის განმავლობაში აბაშიძე იძახდა, რომ ცენტრი მჩაგრავსო, მაგრამ ყარსის ხელშეკრულება თურქეთს არ გახსენებია, ვინაიდან შევარდნაძესთან ნავთობსადენის გამო მას თავისთვის ხელსაყრელი ურთიერთობა ჰქონდა“ –აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ამ თემაზე საუბრისას პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი ოდნავ განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ვინმე მოინდომებს რეგიონის ქაოსში ჩართვას, ამას თურქეთის რეაგირება მოჰყვება. თუმცა, ბარნოვის თქმით, თურქეთის ინტერესებში დღეისათვის რომელიმე მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება არ შედის.

„ასეთი პოლიტიკის გატარებაზე თურქეთმა ოფიციალურად განაცხადა – ჰქონდეს ნულოვანი პრობლემა ყველა თავის მეზობელთან. თურქეთი ნებისმიერ მეზობელთან ყველა მიმართულებით სათანამშრომლოთ არის განწყობილი. ასე რომ რაღაც წვრილ-წვრილი რეგიონული დაძაბულობები თურქეთის პოლიტიკაზე გავლენას ვერ და არ იქონიებს. შეიძლება რაღაც გამაფრთხილებელი მესიჯები აქა იქ მოვისმინოთ ხოლმე, მაგრამ საერთო ჯამში, თურქული პოლიტიკა არის თავიდან ბოლომდე მიმართული ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ურთიერთდამოკიდებული პროექტების განვითარებაზე. ერთადერთი მას აშკარად უწევს ბრძოლა საწინააღმდეგო დინებებთან – ეს არის თურქული ნაციონალიზმი და ეგოისტური მიდგომები საერთაშორისო ურთიერთობებისადმი. თუკი ვინმე მოინდომებს რეგიონის ქაოსში ჩართვას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას თურქეთის რეაგირება მოჰყვება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი თურქეთისგან ეს იქნება აუცილებელი მინიმუმის დონეზე. თურქეთი დღეს არ აპირებს არავისთან ურთიერთობის გაფუჭებას – მათ შორის, ცხადია, არც საქართველოსთან”, – აცხადებს ანდრო ბარნოვი.

Разделы:
Презентация книги «Геноцид Армян в грузинской периодике 1914-18 г.г.».
20-ого апреля 2011 года в Национальной Парламентской библиотеке Грузии состоялась презентация книг
Призыв Студенческим Организациям
24-ого апреля этого года исполняется 96 лет, как на территории Османской империи осуществилось заду
20 апреля состоится  презентация книги «Геноцид Армян в грузинской периодике 1914-18
В среду, 20 апреля в 17:30, в Большом зале Национальной Парламентской библиотеки Грузии (ул. Л.Гудиашви
Община Армян Грузии обратилась к Президенту и Парламенту страны с просьбой признать Геноцид Армян
Община Армян Грузии второй год подряд обратилась к Президенту и Парламенту Грузии с просьбой рас
Грузинский политик: Вопрос признания Грузией Геноцида армян не решится, пока у власти пребывает Саакашвили
 Ни правительство, ни президент Грузии не в силах решить вопрос признания грузинским государст
В ближайшем будущем Армянской апостольской церкви в Грузии  обязательно должен быть предостав
Депутат французского парламента, мэр города Алфорвиль Рене Руке опубликовал в местной газете стат
Президент Армении видит большой потенциал для развития армяно-грузинских связей
Президент Армении Серж Саргсян считает, что для развития армяно-грузинских связей есть большой п
Страсти вокруг Джавахка
Грузинские СМИ в последнее время все чаще стали затрагивать тему «сепаратистов Джавахка». Каковы
В марте Азербайджан более тысячи раз нарушил режим перемирия. Есть жертвы.
В марте азербайджанская сторона около 1050 раз нарушила режим перемирия на линии соприкосновения
Грузия потеряла часть своей территории на границе с Азербайджаном
Сеть кавказских неправительственных природоохранных организаций опубликовала заключение о тран
В армянских школах Грузии восстановятся часы преподавания армянского языка
Часы преподавания родного языка в армянских школах Грузии будут увеличены. Такое соглашение бы