უცხოეთის მოქალაქეებმა სკოლაში სწავლისთვის გადასახადი უნდა გადაიხადონ
სახელმწიფო, უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ვაუჩერებს არ იძლევა. მოსწავლეებმა ვაუჩერი თავად უნდა შეიძინონ. საშუალო განათლებისთვის ფულის გადახდაზე ყველა არ თანხმდება და სკოლებიც ზარალდებიან.
მე-11 კლასის მოსწავლე არუსიაკ მელქონიანი ბოლო ხანებში გაურკვევლობაშია, მან ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა სკოლაშისწავლას და ყოველდღე გაკვეთილებზე იმ შეგრძნებით მიდის, რომ მეორე დღეს შეიძლება მოსწავლე აღარ იყოს.
“გასული წლის სექტემბრიდან, როდესაც სწავლის ანაზღაურების საკითხი დღის წესრიგში დადგა, არუსიაკისთვის საქართველოსმოქალაქეობის მოპოვებას ვცდილობ, მაგრამ ამისთვის მჭირდება ცნობა, რომ იგი რუსეთის მოქალაქე არ არის. არუსიაკი ხომრუსეთში დაიბადა. მოთხოვნებიც დავწერე, თბილისში, საელჩოშიც ვიყავი, ბევრი ფული და ძალები დავხარჯე, მაგრამ არაფერიგამოვიდა. მჭირდება მონაცემები მამის შესახებ, მასზე კი არაფერი ვიცი, რადგან განქორწინებულნი ვართ. ახლა არ ვიცი, რაიქნება, თუ იმ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდები, რომ თანხა დაუყოვნებლივ უნდა გადავიხადო, იძულებული გავხდები, არუსიაკისკოლიდან გამოვიყვანო”, - ამბობს გოგონას დედა სილვა ზადოიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ზოგადი განათლების ანაზღაურების პრობლემა ძალიან აქტუალურია, აქ 1000-ზე მეტი მოსწავლეასხვა ქვეყნის მოქალაქეობით ან მოქალაქეობის გარეშე. მათმა ნახევარმა პრობლემის მოგვარება მოქალაქეობის მიღებით მოახერხადა ახლა სახელმწიფო მათთვის ვაუჩერებს უკვე გასცემს. თუმცა 500-600 მოსწავლე იგივე მდგომარეობაში რჩება. არის ოჯახები, სადაც 2-3 მოსწავლეა.
მოსწავლეთა მშობლები თანხის გადახდაზე არ თანხმდებიან, ისინი მოლოდინში არიან და ფიქრობენ, რომ აღნიშნული წესი მალეგაუქმდება ან მუდმივი გასაჩივრებით რაიმეს მიაღწევენ. თუმცა საქართველოს კანონში “ზოგადი განათლების შესახებ” დამატებითმუხლში 221, “უცხოეთის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ვაუჩერული დაფინანსების შესახებ”, რომელიც 2010 წლის 20 აპრილს მიიღეს, ნათქვამია, რომ უცხოეთის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ზოგადიგანათლება სტანდარტული ვაუჩერითYმიიღონ, ამ ვაუჩერის ასაღებად კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგანცხადებით უნდა მიმართონ. საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე ვაუჩერის შესაბამისი თანხის შეტანისშემდეგ მოცემული პირი სტანდარტულ ვაუჩერს მიიღებს. (იგივე 221 მუხლის მეორე პუნქტი).
კანონში ასევე ნათქვამია, რომ უცხოეთის მოქალაქემ საქართველოს სკოლებში შეიძლება უფასოდაც ისწავლოს, თუ ქვეყნებს შორისსაერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არსებობს. თუმცა საქართველოს სომხეთთან და რუსეთთან ასეთი შეთანხმებები, როგორც ჩანს, არ აქვს. ანუ ზოგადი განათლების საკითხი სახელმწიფოთა დონეზე უნდა გადაწყდეს.
ჯერჯერობით კი პრობლემა მოუგვარებელია, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მშობლები სკოლის დირექტორებსეჩხუბებიან, ასევე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი სკოლის დირექტორები კი იძულებულნი არიან, ხარჯები და ხელფასებიშეამცირონ, რათა თავი როგორმე გაიტანონ.
ამ მდგომარეობიდან ყველაზე მეტად კვლავ დიდი სკოლები ზარალდება. მცირე სკოლებში ასეთ მოსწავლეებს გადახდასმაინცდამაინც არავინ აიძულებს.
“განსაკუთრებული ყურადღება დიდ სკოლებს ექცევა, სადაც დაფინანსება მოსწავლეთა რაოდენობის და არა კლასების რიცხვისმიხედვით ხდება. თუ სკოლაში 160-ზე ნაკლები მოსწავლეა, მას კლასების რაოდენობის მიხედვით აფინანსებენ და რაღამნიშვნელობა აქვს, ერთ კლასში 10 ბავშვი იჯდება თუ 12. თუმცა გადახდა პატარა სკოლებშიც აუცილებელია”, - ამბობსახალქალაქის განათლების რესურს-ცენტრის დირექტორი ნარცის კარაპეტიანი.
“14 მოსწავლის გამო კლასები შევამცირეთ. მათ რომ მაშინ გადაეხადათ, სამ კლასს არ დავკეტავდით, ამდენ საათს არშევამცირებდით, ახლა კი მათ გამო მასწავლებლებს საათები და შესაბამისად, ხელფასებიც შეუმცირდათ”, - ამბობს ახალქალაქისპირველი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი ნოდარ დარბინიანი.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ამ მხრივ, რუსულ სკოლაშია, სადაც სხვა ქვეყნის 80 მოქალაქე სწავლობს. მათი ნაწილი ვაუჩერებისყიდვაზე დათანხმდა, თუმცა, უმრავლესობა მაინც წინააღმდეგია.