Error
Новостная лента:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Sep 23
{social}
|
საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართა
საქართველოს სომეხთა სათვისტომომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის თაობაზე, მეორე წელია თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს. წერილები კანონპროექტის ინიცირების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტისა და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს და ასევე საქართველოს პარლამენტის სომხური წარმომავლობის დეპუტატებს გაეგზავნა.

 

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს სომხური სათვისტომოს ორგანიზაციები მოგიწოდებთ სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთოთ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის გენოციდის აღიარების საკითხის განხილვას“, – ნათქვამია მიმართვაში.

სომხურმა ორგანიზაციებმა სომხური წარმომავლობის დეპუტატებს მოუწოდეს, საპარლამენტო სესიის დროს 24 აპრილამდე გამოვიდნენ განცხადებით და მოუწოდონ პარლამენტს, პატივი მიაგონ 1915-1923 წლებში სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა  ხსოვნას.

მიმართვის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“. საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ინიციატივას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრი“,  „საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაცია“, „საქართველოს სომეხ მოზარდთა კავშირი“, ”საქართველოს სომხური ახალგაზრდული კავშირი“, „თბილისელ სომეხთა ასამბლეა“ და „ქართველ სომეხთა გაერთიანება „ნორ სერუნდ““.

24 აპრილს 96 წელი სრულდება მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის,  განხორციელების დაწყებიდან - სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში. გენოციდის შედეგად თავისვე ისტორიულ სამშობლოში 2 მილიონზე მეტი სომეხი განადგურდა. გენოციდი კლასიფიცირდება როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება.

დღეისათვის, სომეხთა გენოციდი მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომელთა შორისაც ევროპის პარლამენტი და ევროპის საბჭო არიან. დღესდღეობით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს სომეხთა გენოციდის განხილვის და აღიარების პროცესი (მაგალითად: აშშ, ისრაელი, ესპანეთი, ბულგარეთი, სერბეთი და ა. შ.).

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს

პრეს–სამსახური 

Разделы: