Error
Новостная лента:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Oct 29
{social}
|
ერევანში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიხსნა
martlmadidebluri.asamblea.erevani-www.NewAlliance.info28 ივნისს ერევანში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 17–ე ყოველწლიური გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელიც 2 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მსოფლიოს 22 ქვეყნის დელეგაცია იღებს, მათ შორის რუსეთიდან, უკრაინიდან, კვიპროსიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან. ასევე ღონისძიებებს დაესწრებიან მიწვეული ხუთი მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები.

საქართველოდან დელეგაცია ასამბლეას არ ესწრება. როგორც „ახალ ალიანსს“ პარლამენტის პრესსამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა განუცხადა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ქართულმა მხარემ მოწვევა მიიღო. კონკრეტულად კი, ერევანში უნდა გამგზავრებულიყვნენ გიგი წერეთელი და ხათუნა გოგორიშვილი, თუმცა იმის გამო, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სესიები დაიწყო, მათ გამგზავრება ვერ შეძლეს.

ასამბლეის მონაწილეებს სომხების კათოლიკოსმა გარეგინ II მიესალმა, რომელმაც თავის სიტყვაში გამოთქვა იმედი, რომ ეს შეხვედრა გახდება კარგ შესაძლებლობად ქრისტიანულ სამყაროში არსებული უთანხმოებების გადასალახად.

სასულიერო სფეროში სომხურ–ქართული ურთიერთობების შესახებ გარეგინ II აღნიშნა, რომ აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით შეიძლება მივახწიოთ შეთანხმებას იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას იურიდიული სტატუსი მიანიჭოს.

სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, მართლმადიდებლობის გენერალურ ასამბლეაზე სომხური დელეგაციის წარმომადგენელი მკრტიჩ მინასიანმა აღნიშნა, რომ: „ასამბლეის მიზანია აღმოსავლური და ბიზანტიური მართლმადიდებლობის პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვოს. მიუხედავად იმისა, რომ სომხური სამოციქულო ეკლესია ცალკეულ შტოდ ითვლება, მაგრამ მთლიანობაში მსოფლიო მართლმადიდებლობის ნაწილია. დღეისათვის არსებობს შესაძლებლობა იმისათვის, რომ გავუგოთ ერთმანეთს, დიალოგის ენაზე ვილაპარაკოთ და ერთად ვიმოქმედოთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და მისი შტოები მთელ მსოფლიოში დღეს ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაუპირისპირდნენ ისეთ საერთაშორისო საფრთხეებს, როგორიცაა რელიგიური რადიკალიზმი, გლობალიზაცია და გლობალური დათბობა.

„ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სხვა რელიგიებს და კონფესიებს, რომლებიც სერიოზულ იდეოლოგიას ფლობენ – მაჰმადიანობას, კათოლიციზმს და პროტესტანტობას“, – განაცხადა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების განყოფილების გამგემ ეპისკოპოსმა ჰოვაკიმმა და ხაზი გაუსვა ამ „პოლიტიკური ღონისძიების“ მნიშვნელობას მართლმადიდებელი პოლიტიკური მოღვაწეების დაახლოების საკითხში.

Разделы: