Error
Новостная лента:
Armenian - ՀայերենGeorgian - ქართულიRussian - РусскийEnglish (United Kingdom)
Արմենիա.ge
Sep 23
{social}
|
სომხეთი და მისი დიასპორა ერთი ოჯახია
image

სომხეთი და მისი დიასპორა ერთი ორგანიზმია, ერთი მთლიანობა, ერთი ოჯახი... ამას ჩვენ ავღნიშნავთ დრო და დრო, შემთხვევიდან შემთხვევამდე. მაგრამ რადგანაც ოჯახში ხშირად ხდება წაკამათება ამ შემთხვევაშიც გამონაკლისს არ წარმოვადგენთ. უკვე რამდენიმე წელია განიხილება დიასპორის სომხეთის ცხოვრებაში უფრო მეტად ჩართვის მექანიზმი- დიასპორის პარლამენტში გაერთიანების იდეა. ხშირად კამათისას მეტად მნიშვნელოვანი აზრი ღირებულებას კარგავს. ამის თავიდან აცილებისათვის მოდი გულახდილად ვისაუბროთ.


ხშირად სამშობლოს აღვიქვამთ როგორც კედელზე ჩამოკიდულ არარატის სურათს, ხოლო დიასპორას მწვანე კუპიურის სახით წარმოვიდგენთ. არ ვიცი რა არის ეს, ტრაგედია თუ ბედის ირონია. ,,რკინის ფარდა,, აიხადა და პირის-პირ აღმოვჩნდით სომეხთა ორი მხარე - უზომოდ მახლობელი და უზომოდ შორეული. არა რეალურისა და რეალურის შეჯახება ხშირად გულისგამტეხი იყო, უფლებებისა და ვალდევულებების საზღვარი კი - განუსაზღვრავი.

დიასპორის საჭიროება, როგორც მეტად მყარი ზურგისა მუდამ იგრძნობა სომხეთში. ორი მხარის ინტეგრირების პროგრამები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დონეზე მრავალმხრივია. მაგრამ ნუ იტყვი, როცა სომხეტში ჩამოდიან ლიბანელი, სირიელი, ირანელი ან კანადელი სომხები ისინი მეგობრობენ ერთმანეთთან და არა ადგილოვრივ სომხებთან.

დასპორა მრავალფენოვანია, კულტურული, პოლიტიკური, მატერიალური გაგებით. ჯერ-ჯერობით ერთიანი ეროვნული თვითშეგნება. ამას კი მივყავართ იმის შეგნებამდე, რომ მზად არიან დაეხმარონ დედა- სამშობლოს რითაც არ უნდა იყოს. წლეები სამშობლოს სასარგებლოდ არ მუშაობდნენ. დიასპორამ დაკარგა რწმენა სამშობლოსადმი. ახლა მეტი შრომა გვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ მისი გამოგზავნილი დახმარება მოემსახურება მიზანს. დიასპორიდან ბევრს მოველით, თანხას, გავლენას, ლობინგს. მეორე მხრივ დიასპორა ხდება სომხეთში შემდგარი გადაწყვეტილებების უშუალო მატარებელი და პასუხისმგებელი პირი. საკმარისია გავიხსენოთ თურქეთის მუქარა - თუ სომხეთი არ დაეთანხმებოდა მის პირობებს ის ემუქრებოდა სომხებს გასახლებით.

და კიდევ ერთხელ წამოიჭრებოდა კითხვა ,,ალბათ საჭიროა, რომ დიასპორამაც მონაწილეობა მიიღოს სომხეთისათვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის საკითხში,, . ამ კითხვას ადრე თუ გვიან აწყდება დიასპორის მქონე ნებისმიერი სახელმწიფო. პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია. ებრაელები წლოობით კამათობდნენ იმის შესახებ, რომ გარდა კნესეტისა ჰქონებოდათ დიასპორის პარლამენტი. ბელგიაში, ფრანგულ და გერმანულ დიასპორებს აქვთ საკუთარი პარლამენტი. იტალიის სენატში 5 ადგილი დათმობილი აქვს დიასპორას. ეს პრობლემა დაწვრილებით განიხილეს საბერძნეთში, ლიბანში. სომხეთში ამ საკითხის გადაჭრას საფუძველი ჩაეყარა დიასპორის სამინისტროს შექმნით. მეორე ნაბიჯი იყო ორმოქალაქეობის კანონის მიღება. მაგრამ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არიან . მათმა ვერ უზრუნველყვეს დიასპორის სრულყოფილი მონაწილეობა სომხეთის ცხოვრებაში. ამ უკანასკნელ წლეებში მრავალჯერ იქნა წარმოთქმული საერთო ორგანოს შექმნის იდეა. რაც შეეხება პარლამენტს, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სამ პალატიანი პარლამენტის შესახებ პუნქტს.

უფრო მოგვიანებით აშშ-ში ლოს-ანჟელესში მყოფმა დიასპორის მინისტრმა ქალბატონმა ჰრანუშ ჰაკობიანმა რესტორან ,,არბატში,, მოწყობილი საღამოსას აღნიშნა, რომ ,,სომხეთის პრეზდენტს სერჟ სარგსიანს განზრახული აქვს ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანონ ცვლილებები პარლამენტის სამპალატიანად გადაქცევის შესაძლებლობის მიღწევისათვის,,. მინისტრის აზრით, სამპალატიანი პარლამენტის ზედა პალატაში შესაძლებელი იქნებოდა დიასპორის წარმომადგენელთა არჩევაც.

რა თქმა უნდა დიასპორამ ეს იდეა აღფრთოვანებით მიიღო. სომხეთი ნამდვილად გახდება სრულიად სომეხთა სახელმწიფო. დიასპორა უშუალოდ არცეული დეპუტატების საშუალებით გახდება სრულიად სომეხთა და საქვეყნო საკითხის გადაჭრის მონაწილე და გადაწყვეტილებების მაკონტროლებელი. დასპორაში აღდგება კონკურენცია, რაც მეტად აუცილებელია ნებისმიერი ორგანოს განვითარებისა და სიცოცხლისუნარიანობისათვის. . ახალგაზრდობა, რომელიც ინტერესს არ იჩენს სათვისტომოს საკითხებისადმი, უფრო დაინტერესდება საერთო საკითხებით, როცა მას მიეცემა ასპარეზი სრულიად სომეხთა სახელმწიფო საკითხებში მონაწილეობისა.
დიასპორა ,,კარგი დღის,, შედეგი არ არის. ერთი კი ცხადია, რომ მეზობელი თურქეთი სომხურ დიასპორაში საშიშროებას ხედავს. ამ საშიშროების განეიტრალებისათვის მიმდინარეობს დიდი მუშაობა. საწინააღმდეგო ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში დიასპორის წარმომადგენლების შეყვანა. სამშობლოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, არა მარტო ვალდებულებების, არამედ უფლებების მიცემითაც. რიგში დგას შემდეგი ნაბიჯი, მთელი დიასპორის პოტენციალი გამოყენებული იქნას ერისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
Разделы: